1757527944
უცხოეთი
საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე 470-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე – სახელწოდებით „დაბლოკე ყველაფერი“ 473 ადამიანი დააკავეს, აქედან 203-ის დაკავება პარიზში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.
ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის 339 ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
„განსაკუთრებით დაძაბულია სიტუაცია რენეში, ნანტსა და პარიზში, სადაც სამართალდამცველებთან შეტაკებების შემდეგ გაფრთხილებები გაიცა“, - აცხადებენ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ბაირუს საბიუჯეტო გეგმას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.