1767875514
უცხოეთი
საფრანგეთში რუსი ჟურნალისტი გარდაცვლილი იპოვეს
საფრანგეთის მედონის რეგიონში რუსი ჟურნალისტი, ევგენი საფრონოვი გარდაცვლილი იპოვეს. ის საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იუწყება.
გარდაცვლილი 38 წლის იყო. გამოცემის ცნობით, პოლიციამ ბინაში აღმოაჩინა ფანჯარასთან დადგმული სკამი, ასევე გარკვეული პრეპარატები ნაგვის კასრში.
საფრონოვი რუსეთიდან საფრანგეთში დაახლოებით ნახევარი წლის წინ წავიდა. Le Figaro-ს ცნობით, ის რუსეთიდან მუქარის წერილებს იღებდა, ასევე პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავს.
მიმდინარეობს გამოძიება.