Loading data...
საფრანგეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სამი პირი დააკავეს

საფრანგეთში სამი პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ერთ-ერთი დაკავებული, რუსეთის 40 წლის მოქალაქეს, პარიზის პროკურატურა იმაში ადანაშაულებს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ტრიუმფალურ თაღზე პრორუსული პლაკატები კააკრა. ეს ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირეს.

კიდევ ერთ დაკავებულს, რუსეთის მოქალაქეს, 40 წლის ქალს სამართალდამცველები იმაში ადანაშაულებენ, რომ საფრანგეთის ეკონომიკის წარმომადგენლებისგან გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

საფრანგეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამ ქალმა ჩაიდინა ქმედებები, რასაც ქვეყნის ფუძემდებლური ინტერესებისთვის ზიანის მიყენება შეეძლო.  მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, საფრანგეთის 63 წლის მოქალაქეა. ყველა ეს ადამიანი ორგანიზაციასთან, SOS Donbass-თან არის დაკავშირებული. ის ოფიციალურად ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, მაგრამ საფრანგეთის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში SOS Donbass ჯაშუშობით და საფრანგეთში დესტაბილიზაციის ორგანიზებით არის დაკავებული.