1788860094
უცხოეთი
საფრანგეთში რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს
საფრანგეთში რენუარის მუზეუმიდან სამი ნახატი მოიპარეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რომელი ნახატები მოიპარეს მძარცველებმა, თუმცა მუზეუმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათი საერთო ღირებულება ცხრა მილიონ ევროს აღემატება.
ინფორმაციისთვის, რენუარის მუზეუმი 1960 წელს იმპრესიონისტი მხატვრის პიერ-ოგიუსტ რენუარის სახლში შეიქმნა.