საფრანგეთში ელექტრო სქროლმა ხანძარი გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ელექტრო სქროლმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ AP იუწყება.
ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ხანძარი რეიმსის 10-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ელექტრო სქროლის აკუმულატორს გაუჩნდა.
დაშავებულია 26 ადამიანი. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.