Loading data...
საფრანგეთში დააკავეს პირი, რომელმაც ტერაქტი 44 წლის წინ მოაწყო

საფრანგეთში დააკავეს პირი, რომელიც 1982 წელს პარიზში მომხდარ ტერაქტშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

საუბარია შეიარაღებულ თავდასხმაზე ებრაულ რესტორანზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ის ყველაზე სისხლიან ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმად ითვლება საფრანგეთის ისტორიაში.

დაკავებულის სახელია მაჰმუდ ჰადერ აბედ ადრა, რომელიც კიდევ ჰიშამ ჰარბის სახელით არის ცნობილი. ის საფრანგეთს პალესტინამ გადასცა. ეს ადამიანი უშუალოდ შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობდა, როდესაც ებრაულ რესტორანში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა.