Loading data...
საფრანგეთში დააკავეს ექვსი პირი, რომლებმაც ოქროს გადასამუშავებელი ლაბორატორია გაძარცვეს

საფრანგეთის ქალაქ ლიონში ექვსმა პირმა ოქროს გადასამუშავებელ ლაბორატორიაში შეჭრისა და მისი გაძარცვის მიზნით ასაფეთქებელი ნივთიერებები და იარაღი გამოიყენა. ისინი დააკავეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ინციდენტი 30 ოქტომბერს მოხდა. პოლიციამ მალევე დააკავა ეჭვმიტანილები და ამოიღო ქონება, რომლის ღირებულებაც 12 მილიონ ევროს შეადგენს.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ხუთმა თანამშრომელმა „აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, ხოლო სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევისთვის. ძარცვის დროს ლაბორატორიაში 28 თანამშრომელი იმყოფებოდა.

საკითხთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც გამოცდილი კრიმინალები არიან, მალევე დააკავეს ახლომდებარე ქალაქ ვენისიეში.

პოლიციის წყაროს ცნობით, ასევე დააკავეს ძარცვაში მონაწილე ქალი. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილებს ავტომატები, პისტოლეტები და ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოართვეს.