საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ პარიზის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვა აკრძალა
საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც 31 ოქტომბრის მთავარი აქციის ორგანიზატორებს ბასტილიის მოედნიდან საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერის მოედნამდე საპროტესტო მარშის ჩატარების უფლება ეძლეოდათ.
30 ოქტომბრის საღამოს პარიზის სასამართლომ გააუქმა პოლიციის მიერ დაწესებული აკრძალვა მარშრუტზე „ბასტილია - ერის მოედანი“.
პარიზის პოლიციის პრეფექტურამ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაასაჩივრა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 31 ოქტომბრის დილას გადაწყვეტილება პოლიციის სასარგებლოდ მიიღო.
ამჟამად დამტკიცებულია ის მარშრუტი, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად შესთავაზა. ის საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბანში, პორტ-დე-ბანოლედან პორტ-დე-შარენტონამდე გადის.
როგორც ცნობილია, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ ორგანიზატორებმა საფრანგეთში შაბათს, 31 ოქტომბერს, ახალი დემონსტრაციები დააანონსეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს 70 000 სამართალდამცველი იქნება მობილიზებული.