Loading data...
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ხანძრის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სწრაფად გავრცელებული ტყის ხანძრის გამო, 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წერს „როიტერი“.

როგორც მედია წერს, ხანძრის შედეგად 2 000 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა, მათ შორის ტურისტული კემპინგის ადგილები.

ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას 500 მეხანძრე ცდილობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცეცხლი არკაშონის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც პოპულარული ტურისტული ზონაა. ევაკუირებულთა უმეტესობა ტურისტია, რომლებიც კემპინგებში ცხოვრობენ.