Loading data...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს: არა, ძვირფასო მარკ რუტე! ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს პასუხობს, რომლის თქმითაც, ევროპას აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.

„არა, ძვირფასო მარკ რუტე. ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. შეერთებული შტატებიც კი ეთანხმება ამას. ეს ნატოს ევროპული საყრდენია“, - წერს ბარო სოციალურ ქსელში.