Loading data...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპას უფლება აქვს, უარი თქვას აშშ-ის წინადადებებზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ აშშ-ს უფლება აქვს გადახედოს ევროპელ მოკავშირეებთან კავშირებს, თუმცა ევროპასაც აქვს უფლება თქვას „არა“, თუ ვაშინგტონი მიუღებელ შეთავაზებას გააკეთებს. ამის შესახებ BMFTV-ი იტყობინება.

„სულ რამდენიმე თვეში, ახალმა ამერიკულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა და ეს მისი უფლებაა, გადახედოს იმ კავშირებს, რომლებიც გვაერთიანებს. ასევე ჩვენი უფლებაა, ვუთხრათ „არა“ ისტორიულ მოკავშირეს, რაც არ უნდა ისტორიული იყოს ის, როდესაც მათი წინადადება მიუღებელია“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა გრენლანდიაზე კონტროლის შესახებ განაცხადა.