საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დროა, პუტინმა გააცნობიეროს, რომ ომი გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიუთითებს რუსეთის სულ უფრო სერიოზულ პრობლემებზე ფრონტზე და ქვეყნის შიგნით და რომ კრემლმა უნდა განიხილოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
ბარომ აღნიშნა, რომ აპრილში რუსული არმია იძულებული გახდა, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაეხია, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა კრიზისში იძირება.
„დროა, კრემლმა თვალები გაახილოს, საკუთარი წარუმატებლობა დაინახოს და დაასრულოს თავისი გაუმართლებელი და დამანგრეველი აგრესიული ომი“, - წერს ის.
Les armées de Vladimir Poutine ont reculé de 120 km2 en Ukraine au mois d'avril, une première depuis 3 ans. L'économie russe s'enfonce dans la crise. Il est grand temps pour le Kremlin d'ouvrir les yeux sur son échec, et de mettre fin à sa guerre d'agression injustifiable et…
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) May 6, 2026