საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის უკან ირანი დგას - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის უკან ირანი დგას, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს.
„საბოტაჟი საფრანგეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის წინ ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით იყო დაგეგმილი და განხორციელებული.
ისრაელის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ კვირაში მე უკვე გავაფრთხილე ჩემი კოლეგა სტეფან სეჟურნე, რომ ირანელები გეგმავენ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის დელეგაციისა და ღონისძიებაში მონაწილეებზე. მათი შეთქმულების ჩაშლის მიზნით, აუცილებელია გაძლიერებული ზომების მიღება.
თავისუფალმა სამყარომ უნდა შეაჩეროს ირანი ახლა, ვიდრე გვიანი არ არის“, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
The sabotage of railway infrastructure across France ahead of the @Paris2024 Olympics was planned and executed under the influence of Iran's axis of evil and radical Islam. As I warned my French counterpart @steph_sejourne this week, based on information held by Israel, Iranians…
— ישראל כ”ץ Israel Katz (@Israel_katz) July 26, 2024