1777886066
უცხოეთი
საფრანგეთის პრეზიდენტი მოუწოდებს შეერთებულ შტატებსა და ირანს, რომ „კოორდინირებულად“ გახსნან ჰორმუზის სრუტე
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს შეერთებულ შტატებსა და ირანს, რომ „კოორდინირებულად“ გახსნან ჰორმუზის სრუტე.
მისი აზრით, ეს არის ერთადერთი ნორმალური გზა, რომ ეს მნიშვნელოვანი საზღვაო გზა უსაფრთხოდ გაიხსნას.
„რაც ყველაზე მეტად გვინდა, არის ჰორმუზის სრუტის ერთობლივი გახსნა ირანისა და შეერთებული შტატების მიერ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, უზრუნველვყოთ თავისუფალი ნავიგაცია და ეს შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე მოხდეს“, - განაცხადა მაკრონმა სომხეთში ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ სამხედრო ოპერაციაში ისეთ ფორმატში, რომელიც ჩემთვის გაურკვეველია“.