Loading data...
საფრანგეთის პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს, 8 სექტემბერს საფრანგეთის პარლამენტში გაიმართა, რომელშიც ბაირუ დამარცხდა.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ბაირუს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 194-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 364, ხოლო 25-მა დეპუტატმა კენჭისყრის დროს პასუხისგან თავი შეიკავა.

როგორც BBC წერს, კენჭისყრის შემდეგ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეუძლია, აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი ან დაითხოვოს პარლამენტი და ჩაატაროს არჩევნები.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ, თავისივე ინიციატივით, მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენების შესახებ 25 აგვისტოს განაცხადა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ფრანსუა ბაირუ ვერ ახერხებდა პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნებას, მხარი დაეჭირათ მისი 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის.