Loading data...
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატები გააფრთხილა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფისკენ მიდის და პოლიტიკური თამაშების დრო აღარ არის. ბაირუმ აღნიშნა, რომ ეს გზა თავად აირჩია: „ზოგს, ალბათ უმრავლესობას ეგონა, რომ ეს გადაწყვეტილება უაზრო იყო, ძალიან დიდი რისკი, თუმცა ყველაზე დიდი რისკი არის ამ საკითხის არგადაწყვეტა, ყველაფრის უცვლელად დატოვება“.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის კრიზისულ მდგომარეობაზე. მისი თქმით, საფრანგეთს ამჟამად სამ მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს.

„ძვირფასო დეპუტატებო, თქვენ გაქვთ ძალა, მთავრობა დაამხოთ, მაგრამ ვერ წაშლით რეალობას. რეალობა რჩება გარდაუვალი, ხარჯები კვლავაც კიდევ უფრო იმატებს“, – აღნიშნა ფრანსუა ბაირუმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ, თავისივე ინიციატივით, მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენების შესახებ 25 აგვისტოს განაცხადა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ფრანსუა ბაირუ ვერ ახერხებდა პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნებას, მხარი დაეჭირათ მისი 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მას სურდა ქვეყნის რეალური მდგომარეობის შესახებ საჯარო განხილვა.

გამოცემის ცნობით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ღიად განაცხადეს, რომ ფრანსუა ბაირუს წინააღმდეგ მისცემენ ხმას და ის „თითქმის გარდაუვალი“ მარცხის წინაშე დგას.

როგორც Reuters წერს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფაზაში გადაიყვანს.