Loading data...
საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის სკოლებთან მომხდარი ინციდენტების შედეგად სამი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა

„საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონის საშუალო სკოლებში მომხდარი ინციდენტების შედეგად სამი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde რეგიონული ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, 17 ნოემბერს შექმნილი ვითარების გამო დაახლოებით 30 სასწავლო დაწესებულების მუშაობა შეფერხდა, ხოლო ოთხი სკოლა, დღის განმავლობაში, დროებით დაიხურა.

გავრცელებული ცნობებით, პიროტექნიკის (ე.წ. ფეიერვერკის) გამოყენების ათი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ხუთი უშუალოდ სკოლის შენობებისკენ იყო მიმართული.