Loading data...
საფრანგეთის არმიის შტაბის უფროსი: საფრანგეთი მზადაა მომავალ წელს უკრაინაში ჯარები გაგზავნოს

საფრანგეთი მზადაა, 2026 წელს „უსაფრთხოების გარანტიების“ ფარგლებში უკრაინაში თავისი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს, - ამის შესახებ არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა პიერ შილმა საფრანგეთის პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იტყობინება BFMTV.

„ჩვენ მზად ვიქნებით, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ძალები განვათავსოთ, თუ ეს უკრაინის საკეთილდღეოდ იქნება საჭირო“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, საფრანგეთის არმია მზადაა ერთდროულად რამდენიმე გამოწვევას გაუმკლავდეს, მათ შორის უკრაინაში განთავსდეს და სამხედრო ამოცანების შესრულებას შეუდგეს.