1792268684
უცხოეთი
საფრანგეთი ისრაელს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მცხოვრებლების ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ისრაელისგან „კრიმინალური ძალადობის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს მას შემდეგ, რაც დასავლეთ სანაპიროზე ფრანგ მერს ისრაელელი ებრაელი დასახლებების მცხოვრებლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბაროს განცხადებით, ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ოლნუა-აიმერის მერი ბერნარ ბოდუ დასახლების მცოვრებლებმა სცემეს.
„ისრაელის ხელისუფლებამ ამ შემზარავ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები უნდა დააკავოს და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს. მათ დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთონ ეს კრიმინალური ძალადობა და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ავალდებულებს“, - განაცხადა ბარომ.