1750758796
უცხოეთი
საფრანგეთი ირანს მოუწოდებს, დაიწყოს მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამაზე

საფრანგეთი ირანს მოუწოდებს, დაიწყოს მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამაზე, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„საფრანგეთი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომელიც შეთანხმებამდე მიგვიყვანს და აღმოფხვრის მის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მის დესტაბილიზაციურ ქმედებებს“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.