1776089430
უცხოეთი
საფრანგეთი დიდ ბრიტანეთთან ერთად, ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, კონფერენციას გამართავს
საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოს ორგანიზებით, უახლოეს დღეებში, ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.