პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას
„ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან“, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა.
მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
„ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობას ბალკანეთის ქვეყნებთან ან სხვა სახელმწიფოებთან ძლიერი ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს რომ ჩვენ ნაკლები ურთიერთობა გვექნება ამ ქვეყნებთან. თუმცა თუ უნგრეთს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ვინმესთან, ჩვენ ვეცდებით ეს გავაუმჯობესოთ. მე მოხარული ვიქნები რომ გესტუმროთ თბილისში ან სხვაგან. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით არცერთი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და არც თქვენი ან სხვა სახელმწიფოს არჩევნებში. ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის არცერთი ევროპული მთავრობის საქმე. ყველა მთავრობა არჩეულია იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ამომრჩეველი წარმოადგინოს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა.