Loading data...
სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო აღლუმი გაუქმებულია

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ტრადიციული სამხედრო-საზღვაო აღლუმი არ ჩატარდება. აღლუმი 2017 წლიდან სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს იმართებოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აღლუმისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ უსაფრთხოების ზომების გამო შეწყდა.

რუსეთის სამხედრო ფლოტის დღე 27 ივლისს აღინიშნება. წელს გაიმართება გვირგვინით უცნობი ჯარისკაცის საფლავის შემკობა და კონცერტი.

სანკტ-პეტერბურგში სამხედრო-საზღვაო აღლუმი პირველად 2017 წელს ჩატარდა. მასში რუსეთის მთელი სამხედრო ფლოტის მეხუთედი მონაწილეობდა. აღლუმი არც ერთხელ არ გაუქმებულა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც კი.