Loading data...
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის შიდა მხარდამჭერებთან ბრძოლის აუცილებლობით ახსნა. 

მან თქვა, რომ საომარი მდგომარეობის საშუალებით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს.

სამხრე კორეის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა.

იუნმა ოპოზიციის ქმედებებს „მკაფიო ანტისახელმწიფოებრივი ქცევა“ უწოდა. 

„ჩვენ მოვიშორებთ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს და რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.