1763026500
უცხოეთი
სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო მანქანა ბაზარში შევარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო მანქანა ბაზარში შევარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. წერს „როიტერი.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. მათ მომხდარის შემდეგ გული გაუჩერდათ.
პოლიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
სატვირთოს მძღოლი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. სატვირთოს მძღოლმა შემთხვევის მიზეზად მანქანის უეცარი აჩქარება დაასახელა.