Loading data...
სამხრეთ კორეა უკრაინისგან ოფიციალურ განმარტებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს

ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. 

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კიევმა ცალმხრივად გაასაჯაროვა ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა წინასწარი შეთანხმება ამ საკითხის კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე. 

„უკრაინის მიერ კონფიდენციალურობის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების უარყოფა ყალბია და ძირს უთხრის ორ მთავრობას შორის ნდობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.