1772281181
უცხოეთი
სამხრეთ ირანში დაწყებით სკოლაზე ავიაიერიშს სულ მცირე 40 გოგონა ემსხვერპლა
აშშ-მა და ისრაელმა სამხრეთ ირანში, ჰორმოზგანის პროვინციაში, გოგონების სკოლაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მინაბში მდებარე „შაჯარე ტაიებეს“ დაწყებით სკოლაზე იერიშს სულ მცირე 40 მოსწავლე ემსხვერპლა, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები პროვინციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ჰორმოზგანის პროვინცია ჰორმუზის სრუტის სტრატეგიული საზღვაო მარშრუტის მახლობლად მდებარეობს და ირანის რამდენიმე საზღვაო ბაზას მასპინძლობს.