1784924225
უცხოეთი
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრის გამო, 110 000 ადამიანია ევაკუირებული
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრების გამო 110 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
„ჩვენ არასდროს გვინახავს ამ მასშტაბის ხანძარი“, - განუცხადა ნუნიესმა ფრანგულ მედიას და განმარტა, რომ დღეს დაახლოებით, 50 მეხანძრე დაშავდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ხანძარი მიმართულებას მუდმივად იცვლის: ამჟამად ის აღმოსავლეთისკენ, ბორდოს მიმდებარე ტერიტორიისკენ ვრცელდება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბორდოს აეროპორტი ამ ეტაპზე, დახურულია.
ცნობისთვის, უახლესი მონაცემებით, საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრების გამო, ევაკუირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 135 000-ს მიაღწია.