1763711829
უცხოეთი
საკრუიზო ლაინერს, რომლის ბორტზე რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, სტამბოლში შესვლის უფლება არ მისცეს
საკრუიზო ლაინერს, Astoria Grande-ს, რომლის ბორტზე რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, სტამბოლის პორტში შესვლის უფლება არ მისცეს. გემი იძულებული იყო, სოჭისკენ წასულიყო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ლაინერი დილიდან დღის 3 საათამდე პორტში შესვლის ნებართვას ელოდებოდა, რომელიც მას, საბოლოოდ, არ მისცეს. მსგავსი რამ პირველად მოხდა. მანამდე პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი Astoria Grande სტამბოლის პორტში არაერთხელ შესულა. პორტის ადმინისტრაციას გემისთვის უარის თქმის გადაწყვეტილება არ აუხსნია.
კრუიზის ფარგლებში ლაინერი ანტალიაში, ალანიაში და იზმირში იმყოფებოდა. მის ბორტზე 616 მგზავრი და ეკიპაჟის 435 წევრი იმყოფებოდა.