1767882670
უცხოეთი
საიმიგრაციო აგენტის მიერ 37 წლის ქალის მკვლელობის გამო მინესოტაში აქციები იმართება
იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის აგენტის მიერ 37 წლის ქალის მკვლელობის გამო მინესოტის შტატში საპროტესტო აქციები იმართება. ამის შესახებ „გარდიანი“ იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, ქალაქის ცენტრში ასობით მოქალაქე შეიკრიბა და აგენტის მიერ ქალის მოკვლის ფაქტი გააპროტესტა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ICE-ის აგენტები ოპერაციას ატარებდნენ, როდესაც რამდენიმე ადამიანმა მათ გზა გადაუკეტა, ხოლო ერთმა ქალმა ავტომობილით აგენტზე დაჯახება სცადა.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს, რომ აგენტმა საკუთარი და კოლეგების სიცოცხლის გადასარჩენად, თავდაცვითი გასროლა განახორციელა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა მომხდარს ფედერალური აგენტების წინააღმდეგ „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა.