Loading data...
საფრანგეთში, ბორდოს აეროპორტის მახლობლად გაჩენილ ხანძარს 2 მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ბორდოს აეროპორტის მახლობლად, მერიგნაკის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 2 მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა ლორან ნიუნეზმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხანძარი დღის მეორე ნახევრის დასაწყისში აეროპორტის მახლობლად გაჩნდა.

„ჩემი ფიქრები მათთან და მათ ოჯახებთანაა“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლას გეგმავს.

ინციდენტზე კომენტარი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გააკეთა.

„მთელი ერი სამძიმარს, მადლიერებასა და მხარდაჭერას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებს და საფრანგეთის მეხანძრეებს“, - დაწერა მაკრონმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარმა ხელი შეუშალა ბორდოს მიმდებარედ აეროპორტის ფუნქციონირებას.