საფრანგეთის პარლამენტის დელეგაციას ისრაელში შესვლა აეკრძალა

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ფრანგ დეპუტატს ვიზა გაუუქმა, რომლებიც ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე 20-დან 24 აპრილამდე უნდა ჩასულიყვნენ.
მედიის ცნობით, საფრანგეთის დელეგაციაში შედიოდნენ პარლამენტის წევრები.
„ჩვენს გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, ისრაელის ხელისუფლებამ გააუქმა შესვლის ვიზები, თუმცა ისინი ერთი თვის წინ დამტკიცდა. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რამ გამოიწვია ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება“, - აცხადებენ დეპუტატები.
დელეგაციის წევრებმა, მათი ვიზის გაუქმებას უწოდეს „დიპლომატიური ურთიერთობების სერიოზული დარღვევა“.
„ვითხოვთ სიტუაციის გარკვევას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ახალი მოგზაურობის ნებართვა მოგვცეს, რაც შეიძლება მალე“, - დასძინეს დეპუტატებმა.
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მან გააუქმა ვიზები იმ კანონის მოტივით, რომელიც უკრძალავს ქვეყანაში შესვლას იმ პირებს, რომლებსაც სურთ „ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება“.