1776423864
უცხოეთი
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია: საწვავის ნაკლებობის გამო, მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს
ავიაკომპანიებს, შესაძლოა, მაისის ბოლოს ევროპაში რეისების გაუქმება მოუწიოთ ავიასაწვავის დეფიციტის გამო, - ამის შესახებ CNN საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, მთავრობებმა უნდა მოამზადონ კონკრეტული, კარგად კოორდინირებული გეგმა საწვავზე ლიმიტის დაწესების შესაძლო საჭიროების შემთხვევაში.
„მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს საწვავის ნაკლებობის გამო. ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებებს ჰქონდეს კარგად კოორდინირებული გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ რაციონირება აუცილებელი გახდება“, - აღნიშნავს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის გენერალური დირექტორი ვილი უოლში.