საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა
ათენის დასავლეთით გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთის ეკიპაჟი კონტაქტზე არ გამოსულა.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ინციდენტი ფსათას რაიონში მოხდა.
„ძალები დაუყოვნებლივ მობილიზებულნი იყვნენ ეკიპაჟების წევრთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციისთვის, რომელიც ამჟამადაც გრძელდება“, - იტყობინება სახანძრო სამსახური.
ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი, რომელიც ორი პილოტისგან შედგებოდა, ნაპოვნია. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან კონტაქტი დაუყოვნებლივ დამყარდა. პილოტები სასწრაფო დახმარების მანქანით ათენში, საჰაერო ძალების გენერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.
მეორე ეკიპაჟის მდგომარეობისა და ბედის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
ორივე ვერტმფრენი ელეფსინას საჰაერო ბაზიდან აფრინდა.
Σοκαριστικό βίντεο - ντοκουμέντο: H στιγμή της σύγκρουσης των δύο ελικοπτέρων στην Ψάθα #Ψαθα pic.twitter.com/Ic774l8ga5
— One Channel (@onetvgr) August 2, 2026