Loading data...
საბერძნეთში, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა - არიან დაკავებულები

საბერძნეთის სინტიკის მუნიციპალიტეტში, თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.

როგორც მედია წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიგრანტების ჯგუფმა პოლიციელებს ქვები ესროლა. შემდეგ მათ მავთულხლართები გაჭრეს და გაქცევა სცადეს. პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა.

არეულობის დროს დაზიანდა ცენტრის შენობა და პოლიციის მანქანა. მოსალოდნელია, რომ ჩვიდმეტი დაკავებულს პროკურატურაში გადაიყვანენ.

მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მოუწოდა ევროკავშირს, კიდევ უფრო გაამკაცროს მიგრაციული პოლიტიკა.