Loading data...
საბერძნეთში, ათონის მთაზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7 ივნისს, შუადღისას ჩრდილოეთ საბერძნეთში, ათონის მთაზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის ცნობით, ბიძგები ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, ეპიცენტრი კი კარიესიდან, სამონასტრო თემის მთავარი ქალაქიდან, დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთით ცხრა კილომეტრში მდებარეობდა.

ბიძგების სიღრმე 12,5 კილომეტრს შეადგენდა და ისინი ჩრდილოეთ საბერძნეთის რამდენიმე რაიონში იგრძნობოდა. მიწისძვრას იმავე რაიონში 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი მოჰყვა, რომლის სიღრმეც მხოლოდ ხუთი კილომეტრი იყო.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.