1784628374
უცხოეთი
საბერძნეთში აკროპოლისის მახლობლად, დანით შეიარაღებული კაცი ტურისტებს თავს დაესხა
საბერძნეთში, ათენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობასთან — აკროპოლისის კომპლექსის შესასვლელთან, დანით თავდასხმის შედეგად ორი ტურისტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, ინციდენტი დაახლოებით დილის 8:05 საათზე მოხდა, როდესაც დანით შეიარაღებული კაცი ბერძენ-ამერიკელ წყვილს თავს დაესხა.
მედიკოსებმა დაშავებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელი ათენის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
დაკავებული დაახლოებით 45 წლის მამაკაცია.