Loading data...
საბერძნეთმა საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული დრონი ჩამოაგდო

ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

ბერძნული მედიის ცნობით, დრონმა სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში ქვეყნის ეროვნული საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შემდეგაც ბერძნულმა გამანადგურებლებმა დრონი F-16-ით ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, თურქული დრონი საბერძნეთში, აეროპორტის ასაფრენ ბილიკს ზუსტად მაშინ მიუახლოვდა, როდესაც კომპანია Aegean-ის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენას ცდილობდა.

მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავს მიეცა მითითება, შეეცვალა ფრენის მარშრუტი და შეენარჩუნებინა დაბალი სიმაღლე ზონიდან გასვლამდე.