Loading data...
საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა

საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ Guardian-ი იტყობინება. 

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

სანაპირო დაცვამ მოგვიანებით AFP-ს განუცხადა, რომ გადარჩა 21 ბანგლადეშელი, ოთხი სამხრეთ სუდანელი და ერთი ჩადის მოქალაქე.

გადარჩენილების თქმით, დაღუპულთა ცხედრები ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს.

მიგრანტებით სავსე ნავმა, რომელიც ლიბიიდან გამოვიდა, ზღვაში ექვსი დღე გაატარა.

„მგზავრებმა ზღვაში ექვსი დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.