1761589505
უცხოეთი
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა - არიან დაღუპულები
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა.
მედიის ცნობით, ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მათ 7 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ნავში.