1757704562
უცხოეთი
რუტეს თქმით, ნატომ პოლონეთზე რუსული დრონებით თავდასხმის გამო ოპერაცია „აღმოსავლეთის მცველი“ დაიწყო

ოპერაცია ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის გასაძლიერებლად იწყება და ეს ზომები ნატოს პასუხია რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
„უგუნური საქციელი, რომელიც რუსეთისგან დავინახეთ, ძალიან სახიფათოა. ჩვენ არ შეგვიძლია რუსული დრონებს მოკავშირეთა საჰაერო სივრცეში შეღწევის უფლება მივცეთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში უახლოეს დღეებში წვრთნები დაიწყება მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის დანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და სხვა წევრების მონაწილეობით.