Loading data...
რუტე: ნატოს ქვეყნების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვას შეუერთდება

ნატოს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი მონაწილეობას მიიღებს PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) ინიციატივაში, რომლის მიზანია ამერიკული იარაღის შეძენა და უკრაინისთვის გადაცემა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ალიანსის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.

ნატოს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენს, განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

„ჩვენი მოკავშირეების დაფინანსების წყალობით ჩვენ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული იარაღით უზრუნველვყოფთ „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“, ანუ PURL-ის მეშვეობით. ეს უკრაინას აძლევს ამერიკული შეიარაღების სისტემებს, რომლებიც მას თავისი ხალხის დასაცავად და ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად სჭირდება“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, პროცესი „დაიწყო ექვსმა მოკავშირემ, რომლებმაც დააფინანსეს PURL-ის პირველი პაკეტები“.

„დღეს ყველა მოკავშირისგან ახალი წვლილის შესახებ მოვისმინეთ. ნატოს მოკავშირეების ნახევარზე მეტი ახლა შეუერთდა ინიციატივას, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინისთვის მხარდაჭერის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაკადი“, - ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ასევე, უკრაინისთვის სხვა პირდაპირი სამხედრო დახმარება იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რომ ის გათვალისწინებულია ნატოს თავდაცვის დაგეგმვის მიზნების ფარგლებში. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება“, - დასძინა მან.