Loading data...
რუტე კმაყოფილია აშშ-ის რეაგირებით პოლონეთში რუსული დრონების შეჭრაზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ კმაყოფილია აშშ-ის რეაქციით რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას გვაქვს საერთო პოზიცია. შეერთებული შტატების ერთგულება ნატოს მიმართ ყველა თვალსაზრისით ურყევია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. შეერთებული შტატების რეაქციით უაღრესად კმაყოფილი ვარ“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.