1760448441
უცხოეთი
რუტე: ჩინეთს შეუძლია, რუსეთი აიძულოს, ნატოზე თავდასხმა განახორციელოს

თუ ჩინეთი ტაივანზე შეტევას გადაწყვეტს, მას შეუძლია, გამოიყენოს რუსეთის აგრესია ნატოს წინააღმდეგ ალიანსის ყურადღების გადასატანად. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ლიუბლიანაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, სავარაუდოა, რომ პეკინი აიძულებს თავის უმცროს პარტნიორს, რუსეთს, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, გარკვეული ზომები მიიღოს ნატოს წინააღმდეგ, რათა ჩვენ დაკავებულები ვიყოთ“, - განაცხადა რუტემ.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები ამჟამად სხვადასხვა ადგილას არიან განლაგებულნი.
„ხმელთაშუა ზღვაში პატრულირების შემდეგ სახლში კოჭლობით ბრუნდება მარტოსული და გაფუჭებული რუსული წყალქვეშა ნავი“, - ხუმრობით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.