Loading data...
რუტე აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე: გეგმაში ბევრი კარგი პუნქტია, თუმცა არის ისეთი პუნქტებიც, რომლებიც დახვეწას საჭიროებს

ჟენევაში გამართული შეხვედრა, სადაც უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეერთებული შტატების „სამშვიდობო გეგმა“ განიხილეს, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც რუტემ აღნიშნა, გეგმა წინ წაიწევს. 

„ბოლო 10 თვის განმავლობაში ვხედავ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი - [აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო] რუბიო და, რა თქმა უნდა, [აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ] ჰეგსეთი და [ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ] უიტკოფი - ნამდვილად უზარმაზარ ძალისხმევას დებენ ამ ომის მოსაგვარებლად“, - განაცხადა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკული გეგმა ბევრ კარგ ელემენტს შეიცავს, თუმცა ზოგიერთი პუნქტი დახვეწას საჭიროებს.

„არ მინდა გეგმის პუნქტობრივად განხილვა, მით უმეტეს, რომ ამჟამად მისი განხილვა მიმდინარეობს. როგორც ვთქვი, გეგმაში ბევრი კარგი პუნქტია... თუმცა არის ისეთი პუნქტებიც, რომლებიც დახვეწას საჭიროებს“, - განაცხადა რუტემ.