1795613375
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ჟიტომირისა და დონეცკის ოლქებზე იერიში მიიტანეს - არიან დაღუპულები
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჟიტომირის ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში სატვირთო მანქანაზე მიიტანეს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს.
გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქზეც, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.