1792990979
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო სემიკინი ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახლები, მანქანები და კომერციული ფართები, ხოლო ერთ-ერთი დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, რუსულ მხარეს ზაპოროჟიეზე იერიშთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.