Loading data...
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა 1 ადამიანი, 6 კი დაშავდა

რუსულმა ძალებმა 17 თებერვლის ღამეს ზაპოროჟიეზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 

„ზაპოროჟიეზე მტრის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი იზრდება“, - აცხადებს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ივან ფიოდოროვი. 

მისივე თქმით, ორ ბავშვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.