Loading data...
რუსულმა ძალებმა უკრაინაზე საჰაერო იერიში განახორციელეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებზე საჰაერო იერიშები განახორციელეს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

ხარკოვში დაზიანდა სახლები და არიან დაშავებულები. ზაპოროჟიეში შეტევა სამრეწველო ობიექტზე განხორციელდა, კრივოი როგზე შეტევა დრონებით მოხდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსულმა ძალებმა მართვადი ავიაბომბები გამოიყენეს. ოდესის ოლქის მიმართულებით კი რუსული დრონები შავი ზღვის აკვატორიიდან იყო გაშვებული.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, იერიშების დროს რუსულმა ძალებმა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტა Х-31 და სხვადასხვა ტიპის 108 დრონი გამოიყენეს.