Loading data...
რუსულმა ძალებმა უკრაინას S-300 რაკეტებით და 80-ზე მეტი დრონით შეუტიეს

15 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით S-300 ტიპის საზენიტო რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 84 დრონი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამიზნეების უმეტესობა ჩამოაგდო, თუმცა დარტყმები მაინც დაფიქსირდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. 

უკრაინული მხარის ცნობით, რაკეტების გაშვება განხორციელდა კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ორიოლის ოლქების ტერიტორიიდან, ასევე რუსეთის ფედერაციის მილეროვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან.

09:00 საათის მონაცემებით, ცნობილია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში გაანადგურეს მტრის 59 „კამიკაძე“ დრონი. 

ამავდროულად, სამი S-300 რაკეტა და კიდევ 25 დრონი. 

ინფორმაციისთვის, 15 სექტემბრის ღამეს, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ექვსი დრონი ჩამოაგდეს. 

ცეცხლის ქვეშ მოექცა კრივოი-როგის ოლქის ქალაქი აპოსტოლოვოც.

რუსეთმა ასევე რაკეტებით დაბომბა სუმის ოლქში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმო. დაზიანდა დაახლოებით 30 ერთეული ტექნიკა და დაშავდა 12 მუშა.